English  ქართული

 
      
      ძიება ბიბლიოთეკაში

 

News
» სამართლის მაგისტრატურა ოჰაიოში 2008-11-20
სამართლის მაგისტრატურა ოჰაიოში
 
მაგისტრის ხარისხს გთავაზობთ Ohio Northern University–ს (ადა, ოჰაიო, აშშ) მიერ განხორციელებული პროგრამა სახელწოდებით “დემოკრატიული მმართველობა და სამართლებრივი სახელმწიფო”. პროგრამას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აფინანსებს და იგი გამიზნულია გარდამავალი ქვეყნების მოქალაქე იმ იურისტებისათვის, ვისაც საჯარო სექტორში (ან კერძო სექტორში, მაგრამ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე) მუშაობის ინტერესი და გამოცდილება აქვს.
 

სტიპენდიისა და ONU-ში სწავლის უფლების მოსაპოვებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (მხოლოდ იურისტის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ), ჩაბარებული ჰქონდეს  TOEFL გამოცდა (IBT 100, CBT 250 or PBT 600), უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც თან ერთვის განმცხადებლის სამოტივაციო წერილი, შესაბამისი ფორმით შედგენილი 3 რეკომენდაცია და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნოტარულად დამოწმებული ასლები.
 

პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ დაფინანსებას, სრული დაფინანსების მიღების შემთხვევაში სტუდენტი უზრუნველყოფილია საცხოვრებლითა და საკვების ხარჯებით, წლის განმავლობაში საჭირო წიგნებით (რომელიც სტუდენტს ეგზავნება პროგრამის დასრულების შემდეგ), ასევე ეძლევა ყოველთვიური სტიპენდია.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით უშუალოდ  Ohio Northern University–ს სამართლის სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის, განაცხადის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების, სასწავლო პროგრამის და ა.შ. შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის ვებ გვერდზე  http://www.llm.onu.edu/

» საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში 2008-10-21
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს
საკონსტიტუციო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:

-    იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები:
-    შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
-    გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციების ფორმით 2008 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2008 წლის 31 ოქტომბერი.

განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

თბილისის ოფისი
კრილოვის ქ. #15, 0102
ტელ: (995 32) 936 101 / 952 353
საკონტაქტო პირი: ნანა ფაცია

ქუთაისის ფილიალი
რუსთაველის მე-6 ჩიხი #12, 4600
ტელ: (995 231) 41192 / 46523
საკონტაქტო პირი: ნინო თვალთვაძე

აჭარის ფილიალი
ბათუმი, გორგასლის ქ. #89, 6000
ტელ: (995 88222) 7 66 68 / 3 03 41 
საკონტაქტო პირი: გენადი ქარცივაძე 

გორის ოფისი
სტალინის ქ. #18/3, 1400
ტელ: (995 270) 7 34 84
საკონტაქტო პირი: მაია გრძელიშვილი

თელავის ოფისი
ბარნოვის ქ. #3, 2200
ტელ: (995 270) 7 13 71
საკონტაქტო პირები: მანანა მრელაშვილი, მარეხ მგალობლიშვილი

ეროვნული შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო

» ოსლოს უნივერსიტეტი 2008-11-20
 ოსლოს უნივერსიტეტი
 
ნორვეგიის უმაღლეს სასწალვებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს, ნორვეგიის სახელწიფო სთავაზობს კვოტირების სქემას. ნორვეგიული კვოტირების სქემა ფინანსდება ნორვეგიის სახელმწიფოს მიერ, იმისათვის, რათა განვითარებადი ქვეყნების, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სტუდენტებს მიეცეთ საშუალება გააგრძელონ სწავლა  ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებლებში.

აღნიშნული სქემს მიზანია, შესთავაზოს სტუდენტებს სპეციალურად შემუშავებული, კვლევაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე.

გარდა ამისა, კვოტირებული სქემა ასევე სთავაზობს სტუდენტებს სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებელ და ნორვეგიული ენის შემსწავლელ 1 წლიან პროგრამებს.
ოსლოს უნივერსიტეტში სწავლების გაგრძელების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

სავალდებულოა წარმოადგენდნენ კვოტირების სისტემით გათვალისწინებულ რეგიონს;

ოსლოს უნივერისტეტი მიანიჭებს უპირატესობას მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს;

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად  საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
2009 სასწავლო წლისათვის აპლიკაციების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადა 2009 წლის აგვისტო;
ონლაინ რეჟიმში დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადა არის 2008 წლის 1 ნოემბერი;

ოსლოს უნივერსიტეტს არ აქვს წარმომადგენლობა საქართველოში, ამიტომ სტუდენტებმა თავად უნდა მიმართონ ადმინისტრაციას, როგორც  დამატებითი შეკითთხვების არსებობის შემთხვევში, ასევე დომენტაციის წარსადგენად.
 
The Quota Scheme
University of
Oslo
International Education
Office
P.O. Box 1081 Blindern
N-0317 Oslo
Norway
 

» ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აგრძელებს საბუთების მიღებას სწავლების მე-3 საფეხურზე. 2009-02-20

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აგრძელებს საბუთების მიღებას სწავლების მე-3 საფეხურზე.

სამართლის სკოლის დოქტორანტურაში საბუთები მიიღება 27 თებერვლამდე.

დამატებითი ინფრომაციისათვის მოგვმართედ:
ქ.თბილისი, ჭავჭავაძის # 17ა მე-2 ჩიხი #3
ტელ:915003; 915004

» საიამ იურიდიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები გააცილა 2009-07-14
9 ივლისს საგამოფენო ცენტრში „მუზა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელსეწყობის ფონდმა 2008-2009 წლის სასწავლო კურსების გამოშვების ცერემონია მოაწყო.

ცერემონიას არსამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები, საადვოკატო ფირმების წარმომადგენლები, ფონდის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და საქართველოში მოღვაწე ცნობილი იურისტები ესწრებოდნენ.

ცერემონიაზე რამდენიმე ათამდე დიპლომირებულ კურსდამთავრებულს სხვადასხვა პრესტიჟულმა საადვოკატო ფირმებმა და თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დასაქმების პერსპექტივით სტაჟირება შესთავაზეს.

2008 წელს მისაღები გამოცდების შედეგად, სასწავლებელში ჩაირიცხა 135 სტუდენტი.  სასწავლო წლის ბოლოს დარჩა სულ 103 სტუდენტი. აქედან 32-მა დიპლომი მიიღო ხოლო და 53-ს სერტიფიკატი გადაეცა.

ფონდისათვის ეს არის მეხუთე გამოშვება. თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სწავლების ცენტრი ფუნქციონირებდა  1997 წლიდან  და 2500 მსმენელს უმასპინძლა.

» საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში 2009-09-03
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
 
აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს
საკონსტიტუციო სამართალში
 
 
 
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:
 
 

- იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები:

- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
- გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციების ფორმით 2009 წლის ნოემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
 
 
განაცხადები მიიღება 2009 წლის 21 სექტემბრიდან- 9 ოქტომბრის ჩათვლით.
 
 

განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

 
თბილისის ოფისი
კრილოვის ქ. #15, 0102
ტელ.: (995 32) 936 101 / 952 353
საკონტაქტო პირი: ნანა ფაცია
 
 
ქუთაისის ფილიალი
რუსთაველის მე-6 ჩიხი #12, 4600
ტელ.: (995 231) 41192 / 46523
საკონტაქტო პირი: ზაალ გორგიძე
 
 
აჭარის ფილიალი
ბათუმი, გორგასლის ქ. #89, 6000
ტელ.: (995 88222) 7 66 68 / 3 03 41 
საკონტაქტო პირი: რუსუდან ყიფიანი 
 
 
გორის ოფისი
სტალინის ქ. #18/3, 1400
ტელ.: (995 270) 7 34 84
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბებიაშვილი
 
 
თელავის ოფისი
ბარნოვის ქ. #3, 2200
ტელ.: (995 270) 7 13 71
საკონტაქტო პირები: მარეხ მგალობლიშვილი

» საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსზე 2009-10-03

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

 

 

 

იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურს 
სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 6 მიმართულებით


I, II
და III კურსელთათვის:  

• კურსი შესავალი სამართალში   

 

IV კურსელთა და კურსდამთავრებულთათვის:    

 

• შერეული კურსი
• 
სისხლის სამართალი
• 
სამოქალაქო სამართალი
• 
საერთაშორისო სამართალი
• 
კონსტიტუციური სამართალი

 

  

შერეული და შესავალი სამართლის კურსის ჯგუფებისათვის სემინარები დაიწყება 5 საათზე, სხვა დანარჩენი ჯგუფებისათვის კი - 6:30 საათზე.

 სემინარების ხანგრძლივობა ყველა ჯგუფისათვის იქნება საათნახევარი.

სწავლა ფასიანია.

(თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ. დანართი # 1, 2, 3, 4, 5, 6)
დაინტერესეულმა პირებმა 21  სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• 2
ფოტოსურათი;
• 
დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
• 
შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან:  http://www.legaleducation.ge/  , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).

  

 

საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები

ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას

დაწვრილებითი ინფორმაცისათვის მოგვმართეთ:
. თბილისი, კრილოვის . #15
ტელ: 936101; 910883
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი,  metreveli@gyla.ge 
                                 
  ნანა ფაციაltic@gyla.ge


» იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგები 2009-10-19

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
2009-2010 წლის სასწავლო კურსებზე ჩარიცხულ პირთა სია

 
შესავალი სამართლის ჯგუფი
 
1. აბულაძე გრიგოლი
2. ათაბეგაშვილი ნინო
3. ბერიშვილი დავითი
4. გაგუა ვახტანგი
5. გალოგრე თამარი
6. გარდავა ანი
7. გვასალია თამარი
8. ზაალიშვილი თეონა
9. მახარობლიძე თამარი
10. მაჭარაშვილი მარიამი
11. მუზაშვილი ნინო
12. მიურვანიძე მერი
13. მიქაძე ნათია
14. მულაძე ნიკა
15. მიქელაძე თათია
16. მამადაშვილი მაია
17. ნადიბაიძე ხატია
18. სურგულაძე გორდა
19. სებისკვერაძე თამარი
20. სულაბერიძე მარიამი
21. ტაბიძე ანი
22. ჯოლია თინათინი
23. ხოხაშვილი მანანა
24. ჭანკვეტაძე ლალი
25. ჭოველიძე ეკა
26. ჭანტურია გვანცა
 
 
სისხლის სამართლის ჯგუფი
 

1. კაკოშვილი ზაქარია
2. ტყებუჩავა კახა
3. ტაბატაძე ზვიადი
4. ვერულიძე გიორგი
5. ხიდურელი კონსტანტინე
6. სოფრამაძე თამარი
7. გოგოლაძე ნანა
8. მესხიძე თეონა
9. ოჩიაური ბელა
10. პაპაუაშვილი სოფიო
11. ვაჭარაძე ნინო
12. ქუქჩიშვილი ხატია
13. ჩუბინაძე მანანა
14. მაჭარაშვილი დავითი
15. ნავროზაშვილი ზაზა
16. ჩარაშვილი პაატა
17. ასათიანი ლაშა
18. ზეგარდელი მარიამი
19. კობახიძე რუსუდანი

 
პირობითად ჩაირიცხნენ

20. ლაკლაკიშვილი სალომე
21. ადეიშვილი მადონა

 
საერთაშორისო სამართლის ჯგუფი
 

1. დარისპანაშვილი ეთერი
2. ჯავახაძე გიორგი
3. უხურგუნაშვილი გიორგი
4. ტატინაშვილი თათია
5. ბაბუნაშვილი თინათინი
6. მარჯანიშვილი თათა
7. გაჩეჩილაძე თეა
8. ვასაძე ნინო
9. კვეტენაძე ცოტნე
10. კალაძე მარიამი

 
პირობითად ჩაირიცხა
 
11. მჭედლიშვილი ნინო
 
 
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი 1
 
 
1. მარიამ ფანჩულიძე
2. თამარ როგავა
3. მარიამ ოდიშელიძე
4. ნინო ქათამაძე
5. ანა კუხალეიშვილი
6. თამარ ქენქაძე
7. სალომე ქავთარაძე
8. თათია ავლოხაშვილი
9. ნინელი ფერაპონტოვა
10. სალომე ოლიკაძე
11. ელენე მამუკელაშვილი
12. ნინო ლეჟავა
13. სესილი მეუნარგია
14. მარიამ დანელია
15. იზოლდა მილორავა
16. ნინო ლაცაბიძე
17. ოთარ ჩითიძე
18. ნინო ყიფიანი
19. გიორგი სურმავა
20. ეკა ბარბაქაძე
21. ნინო თოდუა
22. გიორგი ეზუგბაია
23. თამარ სარაჯიშვილი
24. რუსუდან როგავა
25. ანა ჯაფარიძე


 სამოქალაქო სამართლის ჯგუფი 2
 
 
1. ელიზბარაშვილი ანეტა
2. ნოზაძე ლალი
3. მამარდაშვლი ნატო
4. ფაცაცია სალომე
5. აბულაძე მაკა
6. მაღრაძე აზა
7. ჩხობაძე მარიამი
8. თარიმანიშვილი თაია 
9. ხვედელიანი ანა
10. ხაზარაძე გიორგი
11. გოხიძე ხატია
 

პირობითად ჩაირიცხენ
 
 
12. გიორგი ჩიქოვანი
13. გიორგი ხარაიშვილი
14. ქეთი ყველაშვილი 

» საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო სამართლის ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია? 2009-12-01
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო სამართლის ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?
 
 
ჩვენი საპატიო სტუმრები ბატონი დავით უსუფაშვილი და ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი სამოქალაქო სამართლის ჯგუფის სტუდენტებთან ერთად მიმოიხილავენ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, მისი შემუშავების ისტორიას და ახალი კონსტიტუციის კონტურებს. მსჯელობა გაიმართება იმაზე, თუ რა როლი ეკისრება ქვეყნის ძირითად კანონს  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების  პროცესში, რამდენად ასრულებს მოქმედი კონსტიტუცია ამ მისიას და რა მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს ამას ახალი კონსტიტუცია.
 
 
საჯარო დისკუსია გაიმართება შაბათს 5 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში
 
 
გთხოვთ მობრძანდეთ!
 

 


» საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან” 2010-02-19
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს სემინარზე
“არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”
 
სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის.
სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალი ექსპერტები: ბ/ნ ერიკ სვანიძე (ევრო საბჭოს ექსპერტი) და ბ/ნ ბესარიონ ბოხაშვილი (ადგილობრივი ექსპერტი).
 

სემინარს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

სემინარს აფინანსებს ვროპის საბჭო. 

სემინარის თემატიკა:
 
1) არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება
 
• გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება
• გამოძიების ჩატარების მიზანი
• გამოძიების დაწყების საფუძველი
• არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები
 
2) არაადამინური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოიძიებისას
 

• დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
• დამცველის ყოლის უფლება
• სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება
• დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა


3) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაგქტების გამოძიებისას


• თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები
• ბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე
• თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი
• თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები
 

4) კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე


• დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
• გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ
• სრულყოფილი გამოძიება
• დროული გამოძიება
• დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი

სემინარში მონაწილეობა უფასოა. მონაწილენი უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. რეგიონებიდან შეირჩევა 12 მონაწილე. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასატუმროში განთავსება 3 ღამით სემინარის ორგანიზატორების მიერ.

სემინარი ორდღიანია და ჩატარდება თბილისში, შერატონი მეტეხი პალასში, ა/წ 22-23 მარტს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 12 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე metreveli@gyla.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: ტელ. 93 61 01
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი


» საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით 2010-02-22
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით.

ჩვენი საპატიო სტუმრები იქნებიან ოთარ კახიძე (იუსტიციის სამინისტრო),  გიორგი ყავლაშვილი (ადვოკატი), გიგლა აგულაშვილი (დამოუკიდებელი ექსპერტი).

სტუმრები საჯარო დისკუსიაში დაინტერესებულ პირებთან ერთად მიმოიხილავენ სისხლის სამართლის პროცესის განვითარების ტენდენციებს, სსს კოდექსის ახალ რედაქციას -  ნოვაციებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და მისი განვითარების ისტორიას.    გააკეთებენ შედარებით ანალიზს ძველსა და ახალ სსს კოდექსს შორის.

საჯარო დისკუსია გაიმართება პარასკევს 26 თებერვალს 17.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.

გთხოვთ მობრძანდეთ!
მისამართი: ქ. თბილისი, კრილოვის ქ. #15
ტელ: 93 61 01
საკონტაქტო პირები: ნანა ფაცია, თამარ მეტრეველი

» ღია კარის დღე კავკასიის სამართლის სკოლაში 2010-04-15
კავკასიის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას სამართლის  სამაგისტრო პროგრამებზე.  “ღია კარის დღე”  გაიმართება 28  აპრილს, 18:00 სთ–ზე.
 
სიახლე პროგრამის ღირებულებაში: კრედიტი - 100 ლარი.
 
რას  გთავაზობთ კავკასიის სამართლის სკოლა სამაგისტრო პროგრამებზე?
 
 
• უფასოდ სწავლას უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე   
• მაგისტრანტებისათვის;
• სტაჟირებას საზღვარგარეთის იურიდიულ კომპანიებში;
• მრავალფეროვან კლინიკურ განათლებას;
• ევროპის რეგიონში აღიარებულ სამართლის მაგისტრის  კვალიფიკაციის მინიჭებას.
 
რატომ უნდა ავირჩიოთ კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამები?
 
 
კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრანტებს სარეგისტრაციო რეჟიმის ფარგლებში ყოველსემესტრულად  შეეთავაზებათ 50-60 საგანი, საიდანც სტუდენტი რეგისტრირდება მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 საგანზე.
 პროგრამა უზრუნველყოფს:
 
•პრაქტიკისა და თეორიის ეფექტურ  სინთეზს;
•სპეციალიზაციის მაღალ ხარისხს; 
•პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას;
•იურიდიულ კლინიკას;
•პროგრამულ მობილობას;
•სასწავლო კურიკულუმის წელიწადნახევრიდან  ხუთ  წელზე გადანაწილების შესაძლებლობას;
 
 
რეგისტრაციის პროცედურა იმართება ყოვლდღე 8 აპრილიდან 10 მაისამდე, 14:00 დან 18:00 საათამდე,  კავკასიის უნივერიტეტის შენობაში.

 

 


საკონტაქტო პირები:
სოფიო შენგელია
ტელ: 899 777 104
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge
 
 

თინათინ სამხარაძე
ტელ: 895 33 28 03
ელ-ფოსტა: tsamkharadze@cu.edu.ge


» 30 აპრილს, სასატუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდილი განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია. 2010-05-03

30 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია.
 
 წიგნის ავტორები არიან უზენაესი სასამართლოს წევრი ქალბატონი ნათია წკეპლაძე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი პაატა ტურავა.
სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ინსტიტუტები. თეორიული საკითხების გააზრების გაადვილების მიზნით, წიგნში მოყვანილია საკონტროლო კითხვები და სავარჯიშოები. სახელმძღვანელოში  ასევე მრავლადაა კაზუსები საქართველოს სასამართლოს პრაქტიკიდან. 

სახელმძღვანელოს მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს მისცეს თეორიული ცოდნა, დაეხმაროს  სამართლის ნორმების სწორ გამოყენებასა და განმარტების უნარის გამომუშავებაში, ჩამოუყალიბოს შემოქმდებითი მიდგომა და განუვითაროს  კრიტიკული აზროვნება. თეორიული ცოდნა უნდა დაემყაროს როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე სამართალწარმოებაში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რათა მიღებული ცოდნა არსებულ პრაქტიკის ადეკვატური იყოს. ამასთანავე, მან უნდა შესძლოს  წინმხვედრი პრობლემებისა და ხარვეზების გაანალიზება და რაც მთავარია, ჩამოუყალიბოს სწორი ხედვა.
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო პირველი წიგნია, რომელიც ფონდმა გამოსცა და რომლის უპირველესი მიზანი კვალიფიციური კადრის აღზრდაა, რომელსაც მიღებული ცოდნა წაადგება პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორც მომავალ საჯარო მეხელეს, მოსამართლესა თუ ადვოკატს.
წიგნის ექსკუზიურად გაიყიდება მხოლოდ მაღაზია “ბიბლიუსის” ქსელში შემდეგ მისამართებზე.
 
თბილისი:
აღმაშენებლის #121
იოსებიძის # 49
რუსთაველის #40/1
რუსთავი: მეგობრობის #12
ბათუმი:
მემედ აბაშიძის #62
ფარნავაზ მეფის #18
ზუგდიდი: რესთაველის # 92
სენაკი:  რუსთაველს #241
ფოთი: ფარნავაზ მეფის # 12
სამტრედია: სააკაძის #6
ხაშური: რუსთაველის # 69
დუშეთი: რუსთაველის #11
ქუთაისი: ლ. ნუცუბიძის #1
ოზურგეთი: 9 აპრიილს პარკი

 


» გერმანუგერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა „ევროპული სისხლის სამართალი“ 2010-07-14

გერმანუგერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა

ევროპული სისხლის სამართალი
 
26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი 2010 ბათუმი
 

თემები: შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ევროპული

ეკონომიკური სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
 

პროფესორები: ჰაინერ ალვარტი (იენის ფრიდრიხ შილერის

უნივერსიტეტი), მარტინ ჰეგერი, ბერნდ ჰაინრიხი და დეტლეფ კრაუსი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, განსაკუთრებით

სამაგისტრო პროგრამებიდან, აგრეთვე პრაქტიკოს იურისტებს

საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მგზავრობის, ცხოვრების, კურსის და სხვა ხარჯები ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ. - ყველა მონაწილე მიიღებს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისგან სერტიფიკატს.
 
ენები: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ენობ
რივი წინაპირობა არ არსებობს. მოხსენებები წაკითხული იქნება გერმანულ
ენაზე, მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნება სინქრონული თარგმანი, ასევე კურსის მასალები თარგმნილი იქნება ქართულ ენაზე.
 

განაცხადი (CV; აკადემიური მოსწრების მოწმობები და სერტიფიკები) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე 2010 წლის 31 ივლისამდე გერმანულ ან ინგლისურ ენებზე: batumi@rewi.hu-berlin.de

საკონტაქტო პირი: დავით ჩიხლაძე (+995 57 21 23 70)


» 12 ივლისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2009-2010 წლის სასწავლო კურსის გამოშვების ცერემონია მოაწყო 2010-07-14

12 ივლისს, სასტუმროშერატონ მეტეხი პალასშისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2009-2010 წლის სასწავლო კურსის გამოშვების ცერემონია მოაწყო.

 

ცერემონიას ესწრებოდნენ ფონდის პედაგოგები, იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები.
 
დაჯილდოვების ცერემონიის დასაწყისში,  სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიულოცა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება.  კურსდამთავრებულებს მოუწოდა არ გაეწყვიტათ კავშირი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და გამოთქვა სურვილი თითოეული მათგანი ასცოციაციის წევრთა რიგებში ენახა.
 

ამის შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელმა გაანალიზა გასული სასწავლო წლის შედეგები, ისაუბრა დადებით და უარყოფი მხარეებზე, კუსრსდამათრებულებს მოუწოდა ფონდთან თანამშრომლობისკენ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ უმნიშვნელოვანეს  პრიორიტეტს - იურიდიული განათლება  და იურისტის პროფესიის განვითარება , რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაცია  დაფუძნების დღიდან ემსახურება.

 

2009-2010 სასწავლო წელს, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდს სულ 300  სტუდენტმა მიმართა, აქედან მხოლოდ 130 მიეცა საშუალება გაევლო სასწავლო კურსები. საბოლოო გამოცდაზე 77 სტუდენტი დაიშვა, ხოლო დიპლომითა და სერტიფიკატით მხოლოდ 75 დაჯილდოვდა.

 

2009-2010 წლის სასწავლო პროცესის ფოტოგალერეა


» საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსზე 2010-09-07

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

 

 

 

იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურს 
სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით


I, II
და III კურსელთათვის:  

• კურსი შესავალი სამართალში   

 

IV კურსელთა და კურსდამთავრებულთათვის:     


• 
სისხლის სამართალი
• 
სამოქალაქო სამართალი
• 
საერთაშორისო სამართალი
• 
კონსტიტუციური სამართალი

 

  

შესავალი სამართლის კურსის  სემინარები დაიწყება 5 საათზე, სხვა დანარჩენი ჯგუფებისათვის კი - 6:30 საათზე.

 სემინარების ხანგრძლივობა ყველა ჯგუფისათვის იქნება საათნახევარი.

სწავლა ფასიანია.


დაინტერესეულმა პირებმა 20  სექტემბრიდან  8 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• 2
ფოტოსურათი;
• 
დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
• 
შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან:  http://www.legaleducation.ge/  , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).

  

 

საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები

ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას

დაწვრილებითი ინფორმაცისათვის მოგვმართეთ:
. თბილისი, ჯ.კახიძის . #15
ტელ: 936101; 910883

საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი,  metreveli@gyla.ge 
                                 
  ნანა ფაციაltic@gyla.ge

Back





News 2010-09-07
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსზე
2010-07-14
გერმანუგერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა „ევროპული სისხლის სამართალი“
Back

GYLA-ს სიახლეები »
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი
კარგია
 [tally] 1
არაუშავს
 [tally] 1
არვარგა
 [tally] 0
votes: 2 გამოკითხვები
Copyright © 2008, GYLA All Right Reserved | The web-portal is funded by the British Council Webmaster