English  ქართული

 
      
      ძიება ბიბლიოთეკაში

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს სემინარზე
“არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”
 
სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის.
სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალი ექსპერტები: ბ/ნ ერიკ სვანიძე (ევრო საბჭოს ექსპერტი) და ბ/ნ ბესარიონ ბოხაშვილი (ადგილობრივი ექსპერტი).
 

სემინარს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

სემინარს აფინანსებს ვროპის საბჭო. 

სემინარის თემატიკა:
 
1) არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება
 
• გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება
• გამოძიების ჩატარების მიზანი
• გამოძიების დაწყების საფუძველი
• არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები
 
2) არაადამინური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოიძიებისას
 

• დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
• დამცველის ყოლის უფლება
• სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება
• დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა


3) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაგქტების გამოძიებისას


• თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები
• ბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე
• თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი
• თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები
 

4) კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე


• დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
• გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ
• სრულყოფილი გამოძიება
• დროული გამოძიება
• დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი

სემინარში მონაწილეობა უფასოა. მონაწილენი უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. რეგიონებიდან შეირჩევა 12 მონაწილე. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასატუმროში განთავსება 3 ღამით სემინარის ორგანიზატორების მიერ.

სემინარი ორდღიანია და ჩატარდება თბილისში, შერატონი მეტეხი პალასში, ა/წ 22-23 მარტს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 12 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე metreveli@gyla.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: ტელ. 93 61 01
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი






News 2010-09-07
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსზე
2010-07-14
გერმანუგერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა „ევროპული სისხლის სამართალი“
სიახლეების არქივი

GYLA-ს სიახლეები »
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი
კარგია
 [tally] 1
არაუშავს
 [tally] 1
არვარგა
 [tally] 0
votes: 2 გამოკითხვები
Copyright © 2008, GYLA All Right Reserved | The web-portal is funded by the British Council Webmaster