English  ქართული

 
      
      ძიება ბიბლიოთეკაში

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით.

ჩვენი საპატიო სტუმრები იქნებიან ოთარ კახიძე (იუსტიციის სამინისტრო),  გიორგი ყავლაშვილი (ადვოკატი), გიგლა აგულაშვილი (დამოუკიდებელი ექსპერტი).

სტუმრები საჯარო დისკუსიაში დაინტერესებულ პირებთან ერთად მიმოიხილავენ სისხლის სამართლის პროცესის განვითარების ტენდენციებს, სსს კოდექსის ახალ რედაქციას -  ნოვაციებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და მისი განვითარების ისტორიას.    გააკეთებენ შედარებით ანალიზს ძველსა და ახალ სსს კოდექსს შორის.

საჯარო დისკუსია გაიმართება პარასკევს 26 თებერვალს 17.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.

გთხოვთ მობრძანდეთ!
მისამართი: ქ. თბილისი, კრილოვის ქ. #15
ტელ: 93 61 01
საკონტაქტო პირები: ნანა ფაცია, თამარ მეტრეველი





News 2010-09-07
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსზე
2010-07-14
გერმანუგერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა „ევროპული სისხლის სამართალი“
სიახლეების არქივი

GYLA-ს სიახლეები »
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი
კარგია
 [tally] 1
არაუშავს
 [tally] 1
არვარგა
 [tally] 0
votes: 2 გამოკითხვები
Copyright © 2008, GYLA All Right Reserved | The web-portal is funded by the British Council Webmaster